ღვინის ინვესტიცია

ღვინო რჩეულთა სასმელია, აგრეთვე ინვესტიციის ექსტრავაგანტული ნაირსახეობა. ღვინის საცავი არის ღვინის დავარაგების ადგილი, რაც შემუშავებული ღონისძიებების მეშვეობით წარმოგვიდგება განსაკუთრებული მიზიდულობის საინვესტიციო პორტფელად. დავარაგებისას ღვინის ორგანოლეპტიკა ვითარდება სრულყოფილებისაკენ, რაც განაპირობებს მისი ფასის ზრდას.

მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურუ პროცესები ცხადყოფენ მზარდ რისკებს ტრადიციული საინვესტიციო ინსტრუმენტებში. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ღვინის ინდექსმა Liv-ex 1000–მა, მოუტანა ინვესტორებს ჩადებული თანხის 45%–ი, საშუალო წლიური შემოსავალი შეადგენს 8–10%–ს, რაც უთანაბრდება პოპულარულ S&P 500–ს და მეტია ვიდრე ოქროში დაბანდებისას.

2011 წლიდან პირდაპირი ინვესტიის ფონდებმა დააბანდეს $300 მლნ. ტენდეცია მზარდია და განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს პესიმისტური პროგნოზების ფონზე.

ღვინო – აქტივების სრულიად უნიკალური კლასია, მისი მომხიბვლელობა განპირობებულია არა მხოლოდ მომგებიანი ინვესტირების თვალსაზრისით, არამედ მნიშვნელოვან წილად წარმოადგენს ესთეტიურ სიამოვნებას. ღვინოში ინვესტირებისას უერთდებით წარჩინებულთა დახურულ კლუბს.

არსებობს რა თქმა უნდა რისკები, თუმცა ისინი არ უკავშირდებიან შესაძლო დევალვაციას თუ არალიკვიდურობას, ხოლო დაინტერესებული პირისგან მოითხოვს მნიშვნელოვან ძალისხმევას შეისწავლოს ბაზარი და პროდუქტი.

Liv-ex 1000(ღვინის ღირებულების ინდექსი)
ოქროს ფასი
ინდექსი S&P500

ქართული ღვინის რენესანსი

საქრთველო – ეს

არის 500 ზე მეტი ყურძნის ჯიში;

3000 ზე მეტი ღვინის მწარმოებელი

ბოლო ათი წლის განმავლობაში მსოფილიო ღვინის რუკაზე სულ უფრო მეტი ბზინვარებით კაშკაშებს ქართული ღვინის ვარსკვლავი, ხოლო გასული ხუთი წლის განმავლობაში ღვინის საერთაშორისო გამოფენებზე ტენდენციად დამკიდრდა, რომ გამოფენის უმნიშვნელოვანეს ტროფეებს ქართული ღვინოები ისაკუთრებენ, სულ უფრო მეტი და მეტი ღვინის სპეციალისტები, ღვინის მსოფლიო მეტრები აღიარებენ ქართული ღვინის იდ მალებას.

ოპტიმიზმს გვმატებს საქართველოში მევენახეობა მეღვინეობის განვითარების ტენდენცია. სადაც ღვინის მწარმოებელთა რიცხობამ 3000 გადააჭარბა. პროდუქტის უკიკალულობას განაპირობებს ღვინის დამზადების თავისებურება. საქართველოში ტრადიციული მეთოდით მიღებული ღვინო და ღვინის სამყაროში დამკვიდრებული მოთხოვნილება ნატურალურ ღვინოზე, სრულ თანმიმდევრობით.

საქართველოს ღვინის მწარმოებლებთან ექვს წლიანი კოლაბორაციის შედეგად დამკვიდრდა ურთიერთქმედების მოდელი რომელიც უზრუნველყოფს უნიკალური ღვინოების სელექციას და მიზანმიმართულ რეალიზაციას, ამავდროულად იქმნება ღვინის რეზერვი რისგანაც ფორმირდება საინვესტიციო პორტფელი.

Georgian Wine Collaboration

ღვინის სამყარო ქართული ღვინის მოლოდინშია!

ამიტომ ვაფუძნებთ საერთაშორისო კომპანია “Georgian wine collaboration” – ს შტაბ–ბინა ქ. მონტრიო, შვეიცარია, რომელიც მოახდენს ღვინის ბარების ქსელის ფორმირებას მსოფლიოში და ქართული ღვინის რეალიზაციას, აგრეთვე ქმნის ღვინის საცავს, ღვინის ხანგძლივი დავარაგებისა და ღრმა რეზერვების შექმნის სათანადო პირობებით.

ჩვენს ბიზნეს გააჩნია ორი ძირითაი შემადგენელი. პირველი – უნიკალური ღვინოების სელექცია, რომლებსაც გააჩნიათ შენახვისა და დავარაგების პოტენციალი. მეორე – ღვინის ბარების ქსელი, სადაც ვუზრუნველყოფთ ქართული ღვინის გაყიდვებს.

ექსკლუზიური მიმწოდებლის უფლებით ვახორციელებთ ღვინოების სელექციას, მიზანმიმართულ გადანაწილებას მათი რეალიზაციის მიზნით.

WineStation ღვინის ბარების ქსელის მეშვეობით განისაზღვრება და მნიშვნელოვანწილად რეალიზებული იქნება ქართული ღვინისათვის ამ ეტაპისათვის უაღრესად აქტუალური, – ფასობრივი სეგმენტირების დადგენა მსოფლიო ღვინოსთან მიმართბაში.

პროდუქტის უნიკალურობა, შემუშავებული ფასობრივი პოლიტიკა და საცალო გაყიდვების კონტროლი საშუალებას გვაძლევს პირველადი ინვესტიცია დავიბრუნოთ ერთ წელიწადში. ამასთან, დარჩენილი ღვინით, ინვესტირებული ღვინის მესამედით, საქართველოში GWC საცავებში, ფორმირდება საინვესტიციო პორტფელი 10% საშუალო წლიური ზრდით. რითაც აგრეთვე ფორმირდება პორტფელი G.

1 / 3

შერჩეული ღვინოების განთავსდება GWCღვინის საცავში, რითაც ფორმირდება ღვინის საინვესტიციო პორტფელი IPO – ზე გასვლის მომენტი

2 / 3

წარიმართება WineStation–ს ღვინის ბარებში სარეალიზაციოდ

პირველ წელს გაიხსნება 10 ბარი ევროპაში და გაიყიდება 1 000 000 ბოთლი ღვინო

მეორე წელს ბარების რაოდენობა გაორმაგდება და გაიყიდება 3 000 000 ბოთლი ღვინო

ამასთან 1 300 000 ბოთლი ღვინო დაცული იქნება GWC ღვინის საცავში ინვესტიციის სახით

Марафон GWC 2020

15 მაისი, 90 დღიანი მარათონი, 15 ევროპული ქალაქი.

თვითოეულ ქალაქში ჩატარდება ორი ღონისძიება. სადაც ერთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დასწრება იმპროვიზირებულ დეგუსტაციაზე ფართო ფოკუს ჯგუფის მონაწილეობით, განხორციელდება მიზნობრივ აუდიტორიასთან ურთიერთქმედების Wine Station - ს მიერ შუმუშავებული უნიკალური მეთოდის დემონსტრირება პოტენციური პარტნიორებისთვის.

განისაზღვრება პერსპექტიული ღონისძიები ბაზრის ეფექტური ათვისებისათვის: მეორე ღონისძიება იქნება პრივატული, სადაც მოწვეული იქნებიან სპცეციალური სტუმრები, ვიხილავთ თანამშრომლობის პერსპექტივებს და ვყიდით ფრანშიზას.

Geordian Wine Collaboration, მონაწილეობა

პროექტის დაფინანსების წყარო არის კერძო ინვესტიცია. ინვესტორს ვთავაზობთ მონაწილეობის კომფორტულ პირობებს. ინვესტიციის მოზიდვა წარიმართება რამოდენიმე რაუნდად.

01
ყველაზე მნიშვნელოვანი რაუნდი

ჩვენ ვიზიდავთ ინვესტიციას 5 მლნ.€–ს ოდენობით ერთი წყაროსაგან. ამით ინვესტორი მოიპოვებს პრივილირიგებულ სტატუს, და იღებს 15%–ნ წილს კომპანიაში.

02
რაუმნდი

3 თვის განმავლობაში მოვიზიდავთ 18 მილიონ ევროს სხვა და სხვა წყაროებიდან 30%–ი წილის სანაცვლოდ . ამასთან არცერთი ინვესტორი არ ღებულობს 15%–ზე მეტ წილს კომპანიაში. სახრსხრები წარიმათება, პირველადი ღონისძიებების განხორციელებაზე, მარათონის ორგანიზება და მარკეტინგი. მოზიდული ფინანსური საშუალებები უზრუნველყოფენ პირველად საბრუნავ საშუალებებს ღვინის პორტფელის ფორმირებისათვის.

03
რაუნდი

დაინტერესებულ „გვიანდელ“ ინვესტორებს შორის გადანაწილებული იქნება კაპიტალის 4% საბაზრო ფასად.

04
რაუნდი

2 წლის შემდეგ განხორციელდება GWC–ს IPO ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც განთავსდება კომპანიის კაპიტალის დარჩენილი ნაწილი. აღნიშნული ღონისძიებები უზრუნველყოფენ კომმპანიის კაპიტალიზაციის და აქციების ღირებულების ზრდას, აგრეთვე გაიზრდება დამატებითი შესაძლებლობები ბიზნესის საბრუნავი საშიუალებების გასაზრდელად.

ფრანშიზა WineStation

ფრანშიზა WineStation – წარმოადგენს GWC–ს სავაჭრო ნიშანს და ღვინის ბარების ბრენდს, რომლებიც ყიდიან ქართულ ღვინოს. ფრანშიზა აძლევს მონაწილეს გახსნას ღვინის ბარი რეკომენდებული სახელწოდებით და უზრუნველყოფილი იყოს ღვინის მომარაგებით GWC-ს ღვინის საცავებიდან.

ფრანშიზის ღირებულებაში შედის უფლება, ისარგებლო ბარის სახელწოდებით, ობიექტის პირველადი შევსება პროდუქციით, – 5000 ბოთლის ოდენობით, შემდგომი ლოგისტიკა, პერსონალის ტრენინგები და კონსულტირება ბიზნესის განვითარებისათვის.

ფრანჩაიზი უფლებამოსილია თვითნებურად დააწესოს პროდუქციაზე სავაჭრო ფასნამატი საკუთარი შეხედულეისამებრ შეადგინოს მენიუ ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. არ ვზღუდავთ შემოფარგლული დიზაინერული გადაწყვეტილებებით, – თავშეკავებული/მინიმალისტური/კომფორტულის/ არეალში, გახსნის ზონები და ობიექტის სრულყოფილი მუშაობის ფართო ინსტრუმენტარიები, ისევე როგორც მზარდი გეოგრაფიული ინტერვენციის შედეგად მიღებული შესაძლებლობების გამოყენების ხელმისაწვდომობა.

ფრანშიზის შეზღუდვა მდგომარეობს შემდეგში. ფრანჩაიზი კისრულობს ვალდებულებას გაყიდოს მხოლოდ GWC–ს მიერ მიწოდებული ან დადასტურებული ღვინო. ერთი ქალაქი ერთი WineStation–ი. ბარი ექსპლუატაციაში გაშვებული უნდა იქნეს ერთ თვეში. როიალტი შეადგენს სუფთა მოგების 20%–ი

500K €

ფრანშიზა WineStation–ს ღირებულებაა

>1 წელი

ინვესტიციის ანაზღაურებული ანაგები

93%

IRR პირველი 5 წლის განმავლობაში

5М €

NPV პირველი 5 წლის განმავლობაში

0

ქალაქში კონკურენტების რაოდენობა

GWC–ს საინვესტიციო პორტფელის შემოსავლიანობა

  • ახალი მომგებიანი კომპანია შვეიცარიის ქალაქ მონტრიოში.

  • ინვესტიციის ანაზღაურების პერიოდი 1 წელი.

  • უნიკალური პროდუქტი გარანტირებული მოთხოვნით

მუშაობის პირველი 5 წლის განმავლობაში:

  • 191% - IRR

  • 205М € - NPV

  • 340М € - კომპანიის კაპიტალიზაცია

GWC–ს საინვესტიციო პორტფელის შემოსავლიანობა
GWC კაპიტალიზაცია
ფრანჩაიზის ეფექტურობა
GWC–ს კაპიტალის მოგების შეფასება